სადღობელაშვილი დიდი ხანია პატიმრობაში უნდა იყოს, რადგან ის პრორუსული ძალის წარმომადგენელია - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 00:27
სადღობელაშვილი დიდი ხანია პატიმრობაში უნდა იყოს, რადგან ის პრორუსული ძალის წარმომადგენელია - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის  გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ლადო სადღობელაშვილი დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო დაკავებული.

„ლადო სადღობელაშვილი დიდი ხანია, უნდა იყოს პატიმრობაში. ის არის პრორუსული ძალის წარმომადგენელი. იმიტომ უნდა იყოს პატიმრობაში, რომ ამ პრორუსული ძალებისგან იგი იღებს დაფინანსებას და არამხოლოდ პრორუსული ძალებისგან, არამედ ცალკეული სამთავრობო დაჯგუფებებისგანაც და როგორც ჩანს, ცალკეული დაჯგუფებებისგანაც საპატრიარქოში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იღებს ფულს იმაში, რომ მოაწყოს ამგვარი ანგარიშსწორებები,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.   

შსს-ს ინფორმაციით, 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული.  ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ.

ტეგები