პოლიციამ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 10:02
პოლიციამ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა

2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ქართული მარშის წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ.  გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა.

ტეგები