სტივენ ჰოკინგს ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 11:21
სტივენ ჰოკინგს ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ

სტივენ ჰოკინგს ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის, ჩარლზ დარვინისა და სხვა ბრიტანელი მეცნიერების გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ვესტმინსტერის სააბატოს ვებვერდზე გამოქვეყნდა.

ახლობლები ჰოკინგს 31 მარტს კემბრიჯში უნივერსიტეტის ეკლესიაში დაემშვიდობებიან.

ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰოკინგი სამყაროს დიდი აფეთქების შედეგად შექმნის შესახებ თეორიის ავტორია. ის ასევე შავი ხვრელების წარმოშობას იკვლევდა.

ის არის არაერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი, გახლდათ ლონდონის სამეფო საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ასევე იყო აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

სტივენ ჰოკინგს 1960-იან წლებში ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავარძლით გადაადგილდებოდა.

ბრიტანელი ფიზიკოსი მეცნიერების პოპულარიზაციას ეწეოდა და ისეთი ცნობილი წიგნების ავტორია, როგორებიცაა “დროის მოკლე ისტორია” და “ყველაფრის თეორია”.

ავადმყოფობის გამო მან მეტყველების უნარიც დაკარგა. 1965 წელს ექიმებმა განაცხადეს, რომ ჰოკინგი მხოლოდ ორ წელს იცოცხლებდა.

ტეგები