"რა თქმა უნდა, აწამებდნენ, უდავო ფაქტი არის" - ტატუნაშვილის თანასოფლელები
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 12:10
"რა თქმა უნდა, აწამებდნენ, უდავო ფაქტი არის" - ტატუნაშვილის თანასოფლელები

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დღეს დილიდან მოკლული სამხედროს ოჯახს თანასოფლელები უსამძიმრებენ. ცხედარი თბილისიდან წილკანში გამთენიისას გადაასვენეს.

ტატუნაშვილის ოჯახში სასულიერო პირებმა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. წილკანში მყოფი ჟურნალისტები და გარდაცვლილის ახლობლები, რომლებმაც ცხედარი ნახეს, ამბობენ რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია.

რაც შეეხება მისი დაკავების მიზეზსს, თანასოფლელები ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებები აბსურდულია.

„ნაწამები არისო და რა თქმა უნდა აწამებდნენ. უდაო ფაქტი არის. არ ვიცი რატომ შეიძლებოდა დაეკავებინათ... ერაყში იყო, ავღანეთში იყო, ნაომარი ბიჭი იყო, მაგრამ ცხინვალში ნამდვილად არ უომია ეს ტყუილია“, - ამბობს ერთ-ერთი თანასოფლელი "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ტეგები