
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 38 მილიარდი ლარი (15 მილიარდი დოლარი) იყო. ამასთან, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს ზრდის ყველაზე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელია. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (11.2%) სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა 9.2%-ით, ხოლო მეოთხეზე ტრანსპორტია 7.2%-ით.
ეკონომიკა შემცირდა სოფლის მეურნეობის (-2.7%) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2.7%) სექტორებში.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი ვაჭრობა იყო, ეკონომიკის 17.6%-ით. მეორე ადგილზეა მრეწველობა 16.4%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.2%-ით.
ტეგები
USD | 2.4791 |
EUR | 3.0282 |
GBP | 3.4564 |
TRY | 0.6068 |