ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 17:22
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4320 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4383 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0063-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9860 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0018 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0158 -ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4213 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4209 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0004-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6185 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6177 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0008-ით გაუფასურდა.

ტეგები