"კოლხეთის" ფეხბურთელები ავარიაში მოყვნენ - გარდაიცვალა მძღოლი და დაშავდა ექვსი მგზავრი
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 19:53
"კოლხეთის" ფეხბურთელები ავარიაში მოყვნენ - გარდაიცვალა მძღოლი და დაშავდა ექვსი მგზავრი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ნიუპოსტის“ ცნობით, მერსედესის მარკის ავტომანქანა შავშვების მონაკვეთზე ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. მანქნაში ფოთის საფებურთო კლუბ „კოლხეთის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, ექვსი მგზავრი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამი მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სამი კი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლით დაიწყო.

ტეგები