გიორგი გახარიამ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 20:00 · 31 ნახვა
გიორგი გახარიამ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა:

"ვულოცავ, მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს!

საზღვრის დაცვა წარმოადგენს საამაყო, ღირსეულ და ამავე დროს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს, რადგან იგი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ  დაუყოვნებლივ დავიწყეთ ამ სფეროს რეფორმირება და პირველ რიგში, ვზრუნავთ, რომ ყველა მესაზღვრეს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები.

გაერთიანებული ძალისხმევით ერთობლივად შევძლებთ  ჩვენი ქვეყნის საზღვრების ეფექტიან მართვას.

მადლობა, ყველა მესაზღვრეს თავდაუზოგავი საქმიანობისთვის!".

ტეგები