WhatsApp-ის შემქმნელი მოსახლეობას Facebook-ის გაუქმებისკენ მოუწოდებს
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 21:51
WhatsApp-ის შემქმნელი მოსახლეობას Facebook-ის გაუქმებისკენ მოუწოდებს

2014 წელს, Facebook-მა WhatsApp 16 მილიარდ დოლარად შეიძინა და ცნობილი მესენჯერის შემქმნელები – იან კუმი და ბრაიან აქტონი საკმაოდ შეძლებულ ადამიანებად აქცია. 

კუმი კომპანიის სათავეში დარჩა, თუმცა აქტონი წავიდა და საკუთარი ფონდი დააარსა. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა WhatsApp არამარტო დატოვა, არამედ ახლა მის წინააღმდეგაც მოქმედებს: დღეს „ტვიტერის“ საშუალებით თავის გამომწერებს მან მოუწოდა, გააუქმონ თავისი ფეისბუქ-ექაუნთები.

აღსანიშნავია, რომ აქტონი პირველი არ არის, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს. გასულ წელს, Facebook-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა განაცხადა: "ჩვენ შევქმენით ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენი საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას ანგრევს".

Katerina Zhvania-ს ფოტო.

ტეგები