გიგა ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილის სამძიმარზე აპირებს წასვლას
ამობეჭდვა · 21 / 03 / 2018 22:53 · 767 ნახვა
გიგა ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილის სამძიმარზე აპირებს წასვლას

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები ხვალ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მისასამძიმრებლად ჩავლენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ოთხოზორიას მეუღლემ ნინო მატკავამ უთხრა.

„ოჯახის ყველა წევრი წავალთ, ბავშვებსაც წავიყვანთ. პატივისცემის, თანაგრძნობის, თანადგომის ნიშნად. რა შეიძლება ამ დროს კიდევ გამოხატოს ადამიანმა“, - თქვა მატკავამ.

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 დღიანი ლოდინის შემდეგ გუშინ გადმოასვენეს. გიგა ოთხოზორია კი 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.

ტეგები