წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 11:45
წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ოჯახს საქართველოს მაღალჩინოსნებმა მიუსამძიმრეს.

ქვეყნის მთავარი პროკურორიას ირაკლი შოთაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში, შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტები ჩაერთონ. 


არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ტეგები