ზაზა გაბუნია: ეთნიკურ უმცირესობებს სრული და სტაბილური საინფორმაციო წყარო უნდა ჰქონდეთ
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 12:51 · 18 ნახვა
ზაზა გაბუნია: ეთნიკურ უმცირესობებს სრული და სტაბილური საინფორმაციო წყარო უნდა ჰქონდეთ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, თანამემამულეებს, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო წყარო ჩვენივე საერთო საინფორმაციო სივრციდან.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამისთვის მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ყოფნა, რადგან პოლიტიკის დაგეგმვისას ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.

ეროვნულ უმცირესობებს აქვთ თავიანთი დიდი წვლილი ერთიანი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში და ეს როლი კიდევ უფრო უნდა გამოვკვეთოთ, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ტეგები