2017 წელს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულთა სტატისტიკა
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 13:00
2017 წელს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულთა სტატისტიკა

2017 წელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 1846 მოქალაქე გაამტყუნეს, ხოლო 16 გამართლდა. სტატისტიკურ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია EMC ავრცელებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია განამართლებელი განაჩენების რიცხვი, თუმცა ეს რიცხვი მაინც ძალიან მცირეა:

"გახმაურებულ და რიგით საქმეებთან მიმართებაში სასამართლო პრაქტიკა აბსოლუტურად განსხვავებულია. იკვეთება შერჩევითი სამართლის ნიშნები. მოსამართლეებს განსხვავებული განაჩენი გამოაქვთ, როდესაც პირი არის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, ან საქმე არის გახმაურებული", - აცხადებს ორგანიზაციის იურისტი სოფო ვერძეული.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასეთ საქმეებზე სასამართლოში მოწმის სახით ხშირად მხოლოდ პოლიციელები არიან, ამიტომ ბრალდების დასავუტებაც ეჭვებს აჩენს.

ტეგები