არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 17:22
არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს. სოფელ წილკანში, სამძიმარზე გიგა ოთხოზორიას მშობლები და მეუღლე ჩავიდნენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა. არჩილ ტატუნაშვილი კი 22 თებერვალს, ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოსცეს.

ფოტო: დათო ხურციძე

ტეგები