სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები დაიწყო
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 17:48 · 57 ნახვა
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები დაიწყო

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევში, N9 კორპუსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნულ ოჯახებს ფულადი კომპენსაცია უკვე ჩაერიცხათ. ამ ეტაპზე კი, შიდა სარემონტო სამუშაოები ცხრა ბინაში მიმდინარეობს.

სარემონტო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა.

„შემსრულებელი კომპანიები დაზარალებული მოსახლეობის მიერ არიან შერჩეული და სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე, აღნიშნული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ქირით დროებით გაყვანილი ოჯახები, რემონტისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დასრულებისთანავე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. 

ტეგები