არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ზურაბ აბაშიძემ მიუსამძიმრა
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 18:49
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ზურაბ აბაშიძემ მიუსამძიმრა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მიუსამძიმრა.

„ეს კაცი ღირსეულად უნდა მივაბაროთ მიწას და მერე ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დამნაშავე თუ დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს. 

ტეგები