ბექა ოდიშარია: „მეამაყება, რომ თბილისის მერს აქვს ასეთი ღირსეული აღქმა საერთო ეროვნული პრობლემისა“
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 20:53 · 36 ნახვა
ბექა ოდიშარია: „მეამაყება, რომ თბილისის მერს აქვს ასეთი ღირსეული აღქმა საერთო ეროვნული პრობლემისა“

პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ თბილისის მერს აქვს ღირსეული აღქმა საერთო ეროვნული პრობლემისა თუ ტრაგედიის.

„მეამაყება, რომ თბილისის მერს აქვს ასეთი ღირსეული აღქმა საერთო ეროვნული პრობლემისა თუ ტრაგედიის! მჯერა, რომ მერია იმოქმედებს ბევრად ადექვატურად და ღირსეულად ვიდრე პოლიტიკური პოპულიზმია... ჩვენ ყველამ ერთად თბილისელებმა უნდა მოვახერხოთ ჩვენს მერთან და მერიასთან ერთად დავამკვიდროთ ადგილი, რომელიც მართლაც იქნება სოლიდარობის, დეოკუპაციის და წინააღმდეგობოს სიმბოლო და არა ერთჯერადი პოპულიზმის საგანი! დარწმუნებული ვარ მერი მოახერხებს რელევანტური წინადადების შეთავაზებას, როგორც თბილისური ისე მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ტეგები