23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 22:05 · 257 ნახვა
23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დიპლომატიურობა გმართებთ საქმიან პარტნიორებთან. მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები; განსაკუთრებით მანდილოსნებთან ურთიერთობისას. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

კურო
დაკვირვებულად იმოქმედეთ. წვრილმანებს გამო ნუ გართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ტყუპი
დაფიქრების, ოცნების დღეა. დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ თქვენი იდეები, ორიგინალური პროექტები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კირჩხიბი
ექსპერიმენტები გაგიტაცებთ. თუმცა, თუ ფულის ხარჯვა არ მოგიწევთ, განახორციელეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ მათთან.

ლომი
განწყობის ცვალებადობის გამო მოერიდეთ ურთიერთობის გაფუჭებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ერთგული მეგობრების გაემოცვაში.

ქალწული
სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მეტად იფიქრეთ იმ საქმიანობაზე, რომელზეც უქმეებზე დაკავდებით. მოგზაურობისა და გამოცდილ ადამიანთან საუბრის საშუალება მოგეცემათ.

სასწორი
სიურპრიზებისა და იმედგაცრუებების დღეა. ამიტომ, ორივესთვის უნდა იყოთ მზად. ბავშვების გამო მოიმატებს ხარჯი. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ; ისინი განწყობას გაგიუმჯობესებენ.

მორიელი
მიზნიმართული ხართ და საქმეებს მოგვარება არ გაგიჭირდებათ. გარშემო მყოფებისამდი მეტად მოსიყვარულე და გულუხვი უნდა იყოთ.

მშვილდოსანი
დღეს შეეჯახებით იმ დაბრკოლებებს, რომლებიც ოდესღაც თავად აღმართეთ. ნუ გამოავლენთ სისუსტესა და შიშებს. მოითხოვეთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. ზოგიერთი კარიერულ წისვლაზე დაფიქრდება.

თხის რქა
დილა მშვიდ საქმეებს დაუთმეთ. მეტად გაინებივრეთ თავი საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით. ის საქმე შეასრულეთ, რომელიც მოგწონთ.

მერწყული
მოერიდეთ უსიამოვნება საყვარელ ადამიანთან, მშობლებთან. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას, თვალსაწიერის გაფართოებას დაუთმეთ.

თევზები
დღეს სხვების დახმარებისთვის, მათზე ზრუნვისთვის იქნებით მობილიზებული. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან. შესთავაზეთ მათ აქტიური, ინტელექტუალური საქმიანობა.

ტეგები