აფრიკის კონტინენტი ორ ნაწილად იყოფა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 22 / 03 / 2018 23:54 · 225 ნახვა

აღმოსავლეთ აფრიკა კონტინენტის დანარჩენი ნაწილისგან, შესაძლოა, გამოიყოს. მეცნიერების თქმით, გეოლოგიური გახლეჩის პროცესი, მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს, რამაც უკვე წარმოქმნა პრობლემები - მაგალითად, კენიის დატვირთულ ქუჩაზე, ვულკანური აქტივობების შედეგად, დიდი ნაპრალი გაჩნდა.

„რეგიონის რელიეფის შესასწავლად, ვრცელი კვლევის ჩატარებაა აუცილებელი. რათა დადგინდეს, რომელი ტერიტორია იქნება სახლების ასაშენებლად ან გზების გასაყვანად უსაფრთხო. ამას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია სტიქიური უბედურების დროს“ – აცხადებენ გეოლოგები. 

ტეგები