მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ცვილის ფიგურები შეემატება
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 00:18 · 49 ნახვა
მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ცვილის ფიგურები შეემატება

მადამ ტიუსოს მუზეუმს მეგან მარკლის ცვილის ფიგურები შეემატება, – ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის ოფიციალური საიტი აქვეყნებს.

მუზეუმმა პრინცი ჰარის საცოლის, მსახიობის მეგან მარკლის ფიგურაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ექსპონატები ლონდონსა და ნიუ იორკში გამოიფინება.

დაწესებულების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მომავალი პრინცესას ორ ცვილის ორეულს შექმნიან და თითოეული მათგანის ღირებულება 210 ათასი დოლარი იქნება. 

ტეგები