დღეს უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა გაიმართება
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 10:35
დღეს უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრა გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებს კენჭს უყრის. საბჭო შვიდი მოსამართლის გამწესებაზე იმსჯელებს, რომელთაც პირველ მაისს სამწლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

მოსამართლეებად უვადოდ გამწესების კანდიდატები არიან: გოგუაძე ელენე - თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; გულუაშვილი მერი - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; კაკაბაძე ხათუნა - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; კოპალიანი ირაკლი - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; მეშველიანი თამარ - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ფარქოსაძე დიანა - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ქოქიაშვილი მაია - თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია.

ტეგები