ტატუნაშვილის მამა მისი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებისთვის მადლობას იხდის
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 11:10
ტატუნაშვილის მამა მისი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებისთვის მადლობას იხდის

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი  პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედრის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვით მისი შვილის უკანასკნელი ანდერძი შესრულდება. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

"მადლობა მინდა პრემიერმინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარნენ და მოგვცეს საშუალება ძმათა სასაფლაოზე დავკრძალოთ. მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის",- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ტეგები