არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 11:49
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ეროვნული ნაკრების წევრები სოფელ წილკანში ჩავიდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ, 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ტეგები