ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 12:42
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, რამდენიმე კორპუსის დამაკავშირებელი შიდა კვარტალური გზის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება. 

პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური.

ზღვის უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. 

„რაიონის მასშტაბით საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წელს ზღვის უბნის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. მსგავსი ტიპის პროექტების 

 ხვა მისამართებზეც გაგრძელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნულ მისამართზე კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სკოლა „თამარიონის“ მოსწავლეები, ასევე, N60 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ისარგებლებენ. 

 

 

 

 

 

 

 

 

ტეგები