გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო, მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 13:01
გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო, მაღალჩინოსნებმა თანამდებობები დატოვეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 16 მარტს გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო, მთის კურორტების კომპანიის მაღალჩინოსანებმა თანამდებობები დატოვეს.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტების დასკვმის თანახმად, „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია, თუმცა ამასთან , ოპერატორის ქმედებებიც არასწორი იყო.

"ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. გარდა ამისა, მე მომმართა ორმა ადამიანმა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები - ეს არის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძე და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი კოტე ქადაგიძე. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და მომმართეს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

დასკვნა: უსაფრთხოების წესები იყო სრულად დაცული, თუმცა მოხდა ადამიანის შეცდომა (Human Factor)“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

16 მარტს გუდაურის ინციდენტის დროს 11 ადამიანი დაშავდა.

ტეგები