ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 15:18
ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა

სოფელ წილკანში, ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მივიდა. 

უწმინდესმა ტატუნაშვილის ოჯახსა და ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.

ილია მეორესთან ერთად ტატუნაშვილების ოჯახში მივიდნენ სასულიერო პირებიც. ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს აღავლენს.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ტეგები