პარლამენტმა 115 ხმით, ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 16:51
პარლამენტმა 115 ხმით, ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, 115 ხმით, ერთხმად მიიღო.

„კოლეგებო, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა ძალიან რთული და ხანგრძლივი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის კონსტიტუცია მივიღეთ,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა და საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტში შესატანი რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო.

ცვლილებების მიზანია ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.



ცვლილებები გასული წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციის პროექტში აისახება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში - ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შედის.



 

ტეგები