საფრანგეთის ტერაქტების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 21:33
საფრანგეთის ტერაქტების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, ტერაქტების სერიის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

მანამდე 3 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

დღეს, საფრანგეთში, ქალაქ კარკასონში შეიარაღებულმა პირმა სუპერმარკეტში  "Super U" მძევლები აიყვანა. პოლიციელებმა ტერორისტის ლიკვიდირება რამდენიმე საათში მოხახერხეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ ინციდენტი ტერაქტად შეაფასა.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი "ალაჰ აკბარს" ყვიროდა. მათივე ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ტეგები