ქართული სახელმწიფოს სიმსივნე რომ ციხეში შერეკეს, ეს მახარებს - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 23 / 03 / 2018 22:59
 ქართული სახელმწიფოს სიმსივნე რომ ციხეში შერეკეს, ეს მახარებს - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სახელმწიფოს სიმსივნე რომ ციხეში შერეკეს, ეს მახარებს და თან სასიამოვნოდ გაკვირვებულიც ვარ. ფაქტია, რომ ის სამთავრობო კლანი, რომელიც ამ ახვრებს ანგარიშსწორებისთვის იყენებდა, დაისაჯა.
მისასალმებელია და აღსანიშნავი!", - წერს გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

დღეს სასამართლომ "რუსთავი 2"-თან მომხდარი დაპირისპირების მონაწილე "ქართული მარშის" წევრებს წინასწარი პატიმრობა შუფარდა.

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან პოლიციამ ქართული მარშის 6 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ.  “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”გვარა- თქვა გაბუნიამ.

ტეგები