რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2018 10:31
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) მოძრაობა თავისუფალია.

23 მარტს, 19:00 საათზე, აღნიშნულ გზაზე თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი მოძრაობდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით

ტეგები