მთავარი ამოცანაა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს - ქეთევან ციხელაშვილი
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2018 15:12
მთავარი ამოცანაა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს - ქეთევან ციხელაშვილი

"ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება“, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი უნდა დაკრძალონ.

მან ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.

“დღეს ყველანი უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდით. ამის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, ერთი მხრივ იმის გამო, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორე მხრივ, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ მოხდეს ფაქტების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ტეგები