პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენი მიანიჭა
ამობეჭდვა · 24 / 03 / 2018 16:41
პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენი მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპულ არჩილ  ტატუნაშვილს  ღირსების ორდენი მიანიჭა.  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა. ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩულ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც, დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს.

ტეგები