ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მაიამიში 178-ე ჩოგანთან დამარცხდა
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2018 15:27
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მაიამიში 178-ე ჩოგანთან დამარცხდა

36 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მაიამიში მიმდინარე მასტერსის გათამაშებაზე ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისთან 3 სეტში 6:3, 3:6, 6:7 დამარცხდა.

ATP-ს რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ამ მარცხით 990 ქულა დაკარგა და მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელი განახლებულ რეიტინგში ესპანელ რაფაელ ნადალი გახდება.

ნადალი ამ ტურნირში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ ახერხებს.

როჯერ ფედერერმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გრუნტის საფარზე გამართულ ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ავსტრალიელი კოკინაკისი კი მესამე წრეში ფერნანდო ვერდასკო შეხვდება.

ტეგები