არჩილ ტატუნაშვილის დედა: რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი
ამობეჭდვა · 25 / 03 / 2018 21:24
არჩილ ტატუნაშვილის დედა: რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი

არჩილ ტატუნაშვილის დედის, რუსუდან ტატუნაშვილის თქმით, მისი შვილი სასტიკად იყო ნაწამები და დაზიანებები, თითქმის, მთელ სხეულზე აღენიშნებოდა. ამის შესახებ რუსუდან ტატუნაშვილმა „იმედს“ განუცხადა.

ტატუნაშვილის დედა იმასაც ამბობს, რომ მან საკუთარი თვალით ნახა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა.

"თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, დანაყული - ლურსმანი ჰქონდა ჩარტყმული თუ არ ვიცი რა. ტყვია ჰქონდა მარჯვენა მხრიდან ნასროლი და ყურში იყო გავლილი", - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.

მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი მკვლელი.
 

ტეგები