მედიის წარმომადგენლები მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერ ბრიფინგს გამართავენ
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 10:04
მედიის წარმომადგენლები მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერ ბრიფინგს გამართავენ

მედიის წარმომადგენლები დღეს, "პირველი არხის" ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან, 12:00 საათზეს ბრიფინგს გამართავენ.

მედიის წარმომადგენლები პარლამენტს მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადეკვატური კანონმდებლობა შეიმუშაოს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კომენტატორებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, ტელევიზიებისა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს, მივიდნენ პირველი არხის შენობასთან და მხარი დაუჭირონ მამუკა ბერძენიშვილს.

MDMA-ს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, "პირველი არხის" ყოფილ თანამშრომელს, მამუკა ბერძენიშვილს სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ტეგები