სოფიო ქაცარავა რაფაელ ჰარპაზს შეხვდა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 12:15
სოფიო ქაცარავა რაფაელ ჰარპაზს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, კომიტეტის წევრებთან ერთად, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს რაფაელ ჰარპაზს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური და მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განიხილეს.

„ისრაელთან გვაკავშირებს ძალიან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა, როგორც აღმასრულებელ, ისე საპარლამენტო და ხალხთა შორის დონეზე. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, IT ტექნოლოგიების განვითარების, განათლების და კულტურის თვალსაზრისით“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ შემთხვევაზე. სოფიო ქაცარავამ ხელისუფლების სახელით, მადლობა გადაუხადა რაფაელ ჰარფეზს ქვეყნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სტაბილურობის მნიშვნელობაზე და როგორც აღნიშნა, მიუხედევად გამოწვევებისა საქართველო აგრძელებს განვითარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციის ქვეყანაში, რაც მისივე თქმით, საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს და რისთვისაც სოფიო ქაცარავას თქმით, მობილიზებულია ყველანაირი რესურსი.






 

ტეგები