რუსეთი აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლს გადაუხდის
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 13:30
რუსეთი აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლს გადაუხდის

რუსეთი მზადაა, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს.  ამის შესახებ ინფორმაციასადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით "იმედინიუსი" ავრცელებს, 

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა ოკუპირებულ სოხუმში აზიურ ფაროსანათან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა. 

მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ. ხატუოვი თვლის, რომ ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებლეთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

მისივე ინფორმაციით, მწერები რაიონულ განყოფილებებში მჭიდროდ დახურულ პლასტმასის ჭურჭელით უნდა მიიტანონ.

ტეგები