სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს დოკუმენტის თანახმად, 2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო - „ჯორჯიან მანგანეზი“
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 14:59
სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს დოკუმენტის თანახმად, 2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო - „ჯორჯიან მანგანეზი“

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ აქვეყნებს სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს - შპს „ტექინსპექტგარანტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტ, რომელშიც აღნიშნულია, რომ  2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო.. 

შპს „ჯორჯიან მანგანეზიდან“ცნობით, უწყებამ შესაბამისობის სერთიფიკატიც გასცა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, შპს „ტექინსპექტგარანტი” ერთადერთი აკრედიტირებული სახელმწიფო ორგანოა, რომელიც მაღაროებში ტექნიკურ შემოწმებას, გეგმურად, 6 თვეში ერთხელ ატარებს.

უწყებამ უკანასკნელად შუქრუთის მაღაროს შემოწმების შედეგად, შესაბამისობის სერთიფიკატი 25 იანვარს გამოსცა. 

ტეგები