პოლონეთდან რუს დიპლომატებს აძევებენ
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 15:58
პოლონეთდან რუს დიპლომატებს აძევებენ

პოლონეთი "სკრიპალის ქაქმის" გამო, ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პოლონეთის მსგავსად რუსი დიპლომატების გაძევებას ევროპის სხვა ქვეყნებიც აპირებს. ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში რუსეთის ელჩები გამოიძახეს.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის მოწამლეს. ისინი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში არიან. ოფიციალური ლონდონი კვალს რუსეთში ხედავს. ამ საქმის გამო, დიდი ბრიტანეთი  რუსეთთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს და 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ კრემლმაც 23 დიდი ბრიტანელი დიპლომატი გააძევა რუსეთიდან.

ტეგები