მანქანა, რომელიც ქეთევან ციხელაშვილს ემსახურებოდა მოზარდს დაეჯახა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 18:55
მანქანა, რომელიც ქეთევან ციხელაშვილს ემსახურებოდა მოზარდს დაეჯახა

წყნეთის გზადკეცილზე 11 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს ემსახურებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ავტომანქანა გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე.

ტეგები