რა სპეციალობების სწავლა შეეძლებათ მსჯავრდებულებს? - ჩამონათვალი
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 21:57
რა სპეციალობების სწავლა შეეძლებათ მსჯავრდებულებს? - ჩამონათვალი

საქართველოში მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი, პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრა. კერძოდ, ცნობილი გახდა იმ სპეციალობათა ჩამონათვალი, რომლებზეც მსჯავრდებულს შეუძია ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით.

edu.aris.ge პროგრამების სიას აქვეყნებს:

1. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:

ა) საბუღალტრო აღრიცხვა

ბ) მარკეტინგი

გ) მენეჯმენტი

დ) ფინანსები.

2. ინჟინერიის მიმართულება – კომპიუტინგი/ინფორმატიკა.

3. მეცნიერების/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულება:

ა) მათემატიკა

ბ) გეოგრაფია.

4. სამართლის მიმართულება – სამართალმცოდნეობა.

5. სოციალური მეცნიერებების მიმართულება:

ა) ეკონომიკა

ბ) პოლიტიკის მეცნიერება

გ) საზოგადოებრივი გეოგრაფია

დ) სოციოლოგია

ე) ფსიქოლოგია

ვ) კულტურული მემკვიდრეობა

ზ) დემოგრაფია.

6. ხელოვნების მიმართულება:

ა) დიზაინი

ბ) სახვითი ხელოვნება.

7. ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება:

ა) ეთნოლოგია

ბ) თეოლოგია

გ) ისტორია

დ) ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით

ე) ფილოსოფია

ვ) ხელოვნებათმცოდნეობა/ხელოვნების ისტორია და თეორია.

8. მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები:

ა) სოციალური მუშაობა

ბ) ტურიზმი

გ) რეგიონმცოდნეობა, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით

დ) ანთროპოლოგია.

განდა ამისა, განათლებისა და სასჯელაღსრულების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

1. მსჯავრდებულის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება

2. სამინისტროს ვალდებულებები

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებები

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები

5. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პრინციპი

6. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ორგანიზება

7. მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიწოდება

8.მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის კონტაქტი

9. მსჯავრდებულის შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება

10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინფორმაციის მიწოდების პრინციპი

11. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პრინციპი

12. მსჯავრდებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა

მსჯავრდებულთა გადამზადება 2014 წლიდან ხელმისაწვდომია. ოთხი წლის განმავლობაში, 41 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა (ტრენინგ-კურსი, მოდული) 2582-მა მსჯავრდებულმა გაიარა.

ტეგები