რუსთავში შეიარაღებულმა პირმა „ექსპრეს ბანკის“ დაყაჩაღება სცადა
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 23:11
რუსთავში შეიარაღებულმა პირმა „ექსპრეს ბანკის“ დაყაჩაღება სცადა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე „ექსპრესს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. თვითმხილველების განცხადებით, შუახნის კაცი ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაცვის სამსახურმა დააკავა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველებიც მივიდნენ.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ცხელ კვალზე, ადგილზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ტეგები