"მეც შემიძლია შევწირო თავი საქართველოს. ჩემთვის მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის გმირობა"
ამობეჭდვა · 26 / 03 / 2018 23:33
"მეც შემიძლია შევწირო თავი საქართველოს. ჩემთვის მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის გმირობა"

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც მისმა პედაგოგმა დამ მესამე კლასელი მოსწავლისგან მიიღო.

"დავიბადე იტალიაში. თუ საჭირო იქნება მეც შემიძლია  შევწირო თავი საქართველოს. ჩემთვის მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის გმირობა", - წერს მესამე კლასის მოსწავლე.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.24 მარტს კი ქართველი გმირი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

Dato Liklikadze-ს ფოტო.

 

ტეგები