"მტრის მხარეში ბავშვების ცოცხლად დაწვა ვისაც უხარია, ის ცხოველზე ცხოველია, ფაშისტზე ფაშისტია"
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2018 11:11
"მტრის მხარეში ბავშვების ცოცხლად დაწვა ვისაც უხარია, ის ცხოველზე ცხოველია, ფაშისტზე ფაშისტია"

"ცხოველი რომ ცხოველია, შეიძლება მათ ცხოვრებაშიც კი ვიპოვნოთ ეპიზოდები, როდესაც მტერს უთანაგრძნობენ.

მტრის მხარეში ბავშვების ცოცხლად დაწვა ვისაც უხარია, ის ცხოველზე ცხოველია, ფაშისტზე ფაშისტია და მხდალზე მხდალია.

ღირსეული ადამიანი მტერსაც უთანაგრძნობს ზოგჯერ, როცა წაქცეულია. წინაპრებისგან გამიგია, რომ წაქცეულს წიხლსაც კი არ ურტყამდნენ.

ყველაფერს თავის წესი აქვს, მტრობასაც, ბავშვების ცოცხლად გამოწვის არაადამიანური სიხარული არაფერში ჯდება, ეშმაკიც კი არ ხარობს, მგონი, ამ დროს, მითუფრო ჰუმანური და ზნეობრივი არსება, რომელსაც ადამიანის სახელი ჰქვია", - წერს არჩილ გამზარდია.

ტეგები