"სახალხო დამცველის აპარატში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე კიდევ არის განცხადებები შემოსული ..." - ქეთევან შუბაშვილი
ამობეჭდვა · 27 / 03 / 2018 22:20
"სახალხო დამცველის აპარატში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე კიდევ არის განცხადებები შემოსული ..." - ქეთევან შუბაშვილი

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ქეთევან შუბაშვილი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველის აპარატში, განცხადებებია შესული.

ამის შესახებ შუბაშვილმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" ისაუბრა, თუმცა არ დააკონკრეტა, რამდენად ფიგურირებენ მასში პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები. 

"უახლოეს მომავალში ვაპირებთ, დავიწყოთ მსგავსი საქმეების შინაარსის შესწავლა. შემოსულია განცხადებები. დეტალებს ახლა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, თუმცა აქამდე დაბალი იყო მომართვიანობა, მაგრამ ბოლო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შეიძლება ერთგვარი სტიმული გახდეს ქალებისთვის, რომ აქტიურად მომართონ სექსუალური შევიწროების ფაქტებით სახალხო დამცველს", - განაცხადა შუბაშვილმა. 

წყარო

ტეგები