„სექსუალურ შევიწროებაზე არსებული საქმეები თანამდებობის პირებს არ ეხება“ - სახალხო დამცველი
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2018 13:17
„სექსუალურ შევიწროებაზე არსებული საქმეები თანამდებობის პირებს არ ეხება“ - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე აპარატში მიმდინარე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით ერთგვარი განმარტება გააკეთა.

“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა რამდენიმე მომართვა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით. ვინაიდან კითხვები და ეჭვები გაჩნდა, მსურს განვმარტო რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან იგეგმება სხვა შემთხვევების განსახილველად წარმოდგენა“, - წერს ნინო ლომჯარია.

ტეგები