მოზარდს, რომელსაც ლიფტში უცხოელი დაესხა თავს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2018 19:00
მოზარდს, რომელსაც ლიფტში უცხოელი დაესხა თავს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

არასრულწლოვანს, რომელსაც უცხოელი, კერძოდ, აზერბაიჯანის მოქალაქე დაესხა თავს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ რუსაძემ განაცხადა. როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტს დაზიანებები აღენიშნება მუცლის ღრუში და ტვინის შერყევა აქვს.

“გამონაჟონია ელენთასან, უნდა დავადგინოთ ძველი გამონაჟონია თუ ახალი ტრავმაა. შევაფასებთ, შესაძლებელია თუ არა პაციენტის გადაყვანა სხვა კლინიკაში, რათა შეფასდეს თვალის მდგომარეობა. კონსულტაციას ჩაუტარებენ ოფთალმოლოგები. თუ გახდა საჭირო, ჩაუტარდება ოპერაცია და ისევ დაბრუნდება იაშვილის კლინიკაში. უფრი მეტი დაზიანება აქვს მარჯვენა თვალზე, თუმცა სისხლნარევი გამონადენი ორივე თვალზე შეინიშნება. პაციენტს აქვს ტვინის შერყევა. ანატომიურად ტვინი არაა დაზიანებული. სახეზე აქვს სისხლნაჟღენთები. კისერზე არის ხრჩობის კვალი. საჭიროების შემთხვევაში პირველ რიგში ელენთაზე ჩაუტარდება ოპერაცია”, – განაცხადა ექიმმა.

თბილისში არასრულწლოვნის თავს დაესხნენ. თავდასხმა ლიფტში მოხდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. 

ტეგები