„თქვენთან ერთად ვგლოვობთ“ - ილია მეორემ რუსეთის პატრიარქსა და ვლადიმერ პუტინს მიუსამძიმრა
ამობეჭდვა · 28 / 03 / 2018 23:04
 „თქვენთან ერთად ვგლოვობთ“ - ილია მეორემ რუსეთის პატრიარქსა და ვლადიმერ პუტინს მიუსამძიმრა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რუსეთის პატრიარქსა და რუსეთის პრეზიდენტს უსამძიმრებს. სამძიმრის წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

„მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს.

თქვენო უწმინდესობავ,

26 მარტს კემეროვოს ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს,

თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მ,ათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა.

ძმური სიყვარულით“,- წერს ილია მეორე რუსეთის პატრიარქს.

ამასთან, ილია მეორე ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა.

„მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ.

მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლადშესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში“, - წერს ილია მეორე.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარს, რომელიც 25 მარტს გაჩნდა, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. 

ტეგები