ლიფტში თავდასხმისას დაშავებულ მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 10:58
ლიფტში თავდასხმისას დაშავებულ მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა

თბილისში, ლიფტში თავდასხმისას დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

არასრულწლოვანს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია და მკურნალობას ექვემდებარება. 

13 წლის მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. 

ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ტვინის შერყევა და სისხლჩაქცევები აქვს, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.

შემთხვევა თბილისში 28 მარტს მოხდა. 13 წლის მოზარდს ლიფტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. 

ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე დაკავებულია.

ტეგები