„სატანას უნდა შევწიროო და ბავშვს ახრჩობდა“ - 13 წლის ბიჭზე თავდასხმის ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 12:48
„სატანას უნდა შევწიროო და ბავშვს ახრჩობდა“ - 13 წლის ბიჭზე თავდასხმის ახალი დეტალები

გუშინ, 13 წლის მოზარდს, თბილისში, ლიფტში უცხოელი დაესხა თავს. დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები გაუპატიურების ვერსიას გამორიცხავენ.

"არავითარი გაუპატიურება, სატანას უნდა შევწიროო და თურმე ბავშვს ახრჩობდა. კისერში აქვს თოკი მოჭერილი. ბედნიერი ვარ, რომ გადავრჩით", - ამის შესახებ 13 წლის ბიჭის ოჯახის წევრი "რუსთავი 2"-თან აცხადებს.

შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე დაკავებულია.

 


 

ტეგები